საჩუქრები ადგილზე მიტანით Velvet.ge-სგან

საჩუქრები ონლაინ გამოწერით

შეარჩიეთ უნიკალური საჩუქრები საყვარელი ადამიანისთვის, დაწყებული კოსმეტიკური საშუალებებიდან დამთავრებული ფეინთბოლის ავტომატებით.

🎁 გააბედნიერეთ საყვარელი ადამიანი გამორჩეული საჩუქარით.

საჩუქრების გაცემა ადამიანების ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს სიყვარულის, პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვის იდეალური საშუალებაა. საჩუქარი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური ნივთი, ასევე არამატერიალური – დრო, ყურადღება ან დახმარება.

ხშირად საჩუქრის ფასი მნიშვნელოვანი არ არის, უფრო მეტიც ზოგჯერ სწორედ მცირე და გულით ნაჩუქარი ნივთი ხდება ყველაზე ღირებული და დასამახსოვრებელი. ადრესატი სწორად შერჩეულ ნივთს თქვენს სახელთან გააიგივებს და რა ემოციასაც ამ საჩუქრით მიიღებს სწორედ იმას გადმოიტანს თქვენთან ურთიერთობაშიც.

საჩუქრების გაცემა არა მხოლოდ მიმღებს, არამედ გამცემსაც ანიჭებს სიხარულს. ეს არის საშუალება, გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები და ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან ჩვენთვის.

საჩუქრები ადგილზე მიტანით velvet.ge-სგან იმავე დღეს

გვესმის, რომ შეძენის შემდეგ მყისვე გსურთ ნივთის ადრესატამდე მიტანა. ამიტომ გთავაზობთ საჩუქრების ადგილზე მიტანის სერვისს იმავე დღეს (პირობები განსხვავდება რეგიონების მიხედვით), რაც მთავარია სრულიად უფასოდ.

პროდუქტების არჩევა შეგიძლიათ 19 კატეგორიიდან. თუ შეძენის პროცესში დახმარება დაგჭირდათ აუცილებლად დაგვიკავშირდით მითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ.

*გახსოვდეთ, რომ 2024 წლის შავი პარასკევისთვის გრანდიოზული ფასდაკლებაც გვაქვს.

საჩუქრები ონლაინ Velvet.ge-ზე 🎁

შეარჩიეთ პროდუქტები სასურველი კატეგორიიდან.

შავი პარასკევის ფასდაკლება კორეულ კოსმეტიკაზე 2024 წელს

კორეული კოსმეტიკა

ბუნებრივი შემადგენლობა

ინოვაციური ფორმულები

CORSX, ETUDE, Laneige…

შავი პარასკევი ლედ განათებაზე

LED განათება

ოთახის LED განათება

LED პროექტორები

ინოვაციური სანათები

სათამაშოები დაბალ ფასად

სათამაშოები

ასაწყოები ლეგოები

სათამაშო მანქანები

კონსტრუქტორები

გრანდიოზული აქცია დრონის ნაწილებზე

დრონის ნაწილები

დრონის ბატარეები

დამტენები

კარბონის ჭანჭიკები

ფასდაკლება ფეინბოლებზე შავი პარასკევისთვის

ფეინთბოლი

ფეინთბოლის ტყვიები

ჰაერის კომპრესორი

ფეინთბოლის ჰოპერი

კორეული ესენცია 100 მლ

თავის მოვლა

ბამბუკის სავარცხლები

ლოკოკინას კრემები

სახის ტონერები

საჩუქრების ნაკრები ემოციათა ფოიერვერკისთვის

პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ როგორი ტიპის ადამიანია თქვენი ადრესატი და ამის შემდეგ მოარგოთ ნივთები მის გემოვნებას.

ხშირად ავიწყდებათ ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – შეფუთვა. დადებითი ემოციის შექმნაში დიდ როლს თამაშობს საჩუქრის ვიზუალური მხარე. კარგად შერჩეული შესაფუთი მასალა, ლამაზი ყუთი ან კალათა, დეკორატიული ელემენტები – ყველაფერი ეს ქმნის მძაფრ შთაბეჭდილებას და ზრდის საჩუქრის ღირებულებას მიმღების თვალში.

თუ რამდენიმე პროდუქტის ერთ კალათაში გაერთიანება გსურთ მოგვწერეთ და მიიღეთ რჩევები Velvet.ge-ს გუნდისგან.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ისტორიიდან

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო და სახალისტო ფაქტს საჩუქრების ჩუქების ისტორიიდან:

  1. ძველ ეგვიპტელებს, დაახლოებით 5000 წლის წინ, ნივთების გაცემის უნიკალური მიზეზი ჰქონდათ. ნაცვლად იმისა, რომ საჩუქრებით სოციალური კავშირები გაემყარებინათ, ისინი საჩუქრებს თავიანთ ღმერთებს სწირავდნენ. ეს შესაწირავი ძირითადად დაცვის, წყალობის, ჯანმრთელობის, სიმდიდრის ან უბრალოდ საერთო შეწყალების სანაცვლოდ გაიცემოდა.
  2. შუა საუკუნეების ევროპაში გამორჩეულ საჩუქრად შაქარი ითვლებოდა. რატომ? – მისი დეფიციტის გამო. (წარმოიდგინეთ დღეს რომ მეგობარმა დაბადების დღეზე შაქარი გაჩუქოთ😊)
  3. ჩინეთში ფულს წითელ კონვერტებში ათავსებენ და მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ჩუქნიან, რადგან წითელი ფერი კეთილდღეობის სიმბოლოა.
  4. ასევე ჩინეთში ძვირფასი ჩაი ტრადიციულად სასაჩუქრედ გამოიყენებოდა, რათა პატივი ეცათ მაღალი სტატუსის მქონე პირებისთვის.
  5. რომის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩუქარი თაფლი და ნიგვზის ტკბილეული გახლდათ.
  6. ძველი ეგვიპტელები ბავშვებისთვის სათამაშოებს სპეციალური რიტუალების დროს ჩუქნიდნენ, რათა ბავშვებს ბედნიერება და ჯანმრთელობა ჰქონოდათ. ეს იყო ძირითადად ხის თოჯინები და ფიგურები.
კალათა