ჩვენ შესახებ

Velvet.ge: შეიქმნა ორიგინალური, ხელმისაწვდომი ფასის და ხარისხიანი ნივთების კომფორტული და სწრაფი ონლაინ შოპინგის ახალი სტანდარტის დასამკვიდრებლად

სწრაფი და მოქნილი მიწოდების სისტემა

Velvet.ge-ის ტექნოლოგიური სისტემა საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ სწრაფი და მოქნილი მიწოდების სტანდარტი ქვეყანაში. ჩვენი საწყობი და მიწოდების სისტემა მოწყობილია, რომ ნებისმიერი შეკვეთა სწრაფად და ეფექტურად დავამუშაოთ.

  • თბილისი: თუ შეკვეთა თბილისის მისამართზე იგზავნება, შუადღემდე შემოსულ შეკვეთებს იმავე დღეს მიიღებთ უფასოდ. შუადღის შემდეგ _ მეორე დღეს იმოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი
  • რეგიონები: ქვეყნის სხვა რეგიონებში (თბილისს გარეთ) მიწოდება საშუალოდ 2-5 დღის განმავლობაში ხდება, რაც ასევე უზრუნველყოფს თქვენს საჭიროებებს მაქსიმალურად ეფექტურად და დროულად. თბილისს გარეთ შეკვეთის შემთხვევაში ამანათის ღირებულებას ემატება +10 ₾ საკურიერო გადასახადი

დრო თქვენ სამსახურში

Velvet.ge-ს მიზანია, რომ თქვენთვის ყველა ნაბიჯი რაც შეიძლება მარტივი და კომფორტული იყოს. ჩვენი პლატფორმაზე შეგიძლიათ მოგვწეროთ და განვიხილოთ პროდუქციის დეტალები, მიწოდების დრო და სხვა დეტალები, ინდივიდუალური სურვილის მიხედვით

ყველაფერი ერთ სივრცეში

Velvet.ge ერთ სივრცეში აერთიანებს 14 კატეგორიას და 1000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს. ჩვენი ვებსაიტი გათვლილია მოგაწოდოთ მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც ხარისხიანი ნიშური ნივთების, ისე ახალი და ექსკლუზიური ბრენდების პროდუქტების. ეს ქმნის ფართო არჩევანს და იძლევა საშუალებას, სწრაფად მოიძიოთ თქვენთვის საჭირო პროდუქტი.

მხარდაჭერის გუნდი

ჩვენი მომხმარებლების კომფორტი და კმაყოფილება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. Velvet.ge-ის მხარდაჭერის გუნდი ყოველთვის მზადაა, რომ უპასუხოს თქვენს შეკითხვებს და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ყურადღებასა და პროფესიონალიზმზე, როგორც ნივთის შეძენამდე, ასევე _ შეძენის შემდეგ, რათა თქვენი გამოცდილება მაქსიმალურად დადებითი და სასიამოვნო იყოს.

ტექნოლოგიური ინოვაციები

Velvet.ge-ის ტექნოლოგიური მიდგომები და სისტემები ყოველდღიურად ვითარდება, რათა გახადოს მომხმარებლებზე მაქსიმალურად მორგებული ონლაინ შოპინგის გამოცდილება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევქმნათ თანამედროვე და ეფექტური პლატფორმა, რაც თქვენი შოპინგის პროცესს უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდის.

Velvet.ge თქვენი ახალი პარტნიორია ონლაინ შოპინგში, რაც თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო მარტივს და კომფორტული გახდის. შეუერთდით ჩვენს მომხმარებელთა რიგებს და ისარგებლეთ თანამედროვე სერვისებით, რაც თქვენს ყოველდღიურობას გააუმჯობესებს!

კალათა