თუ ინოვაციურ, ეფექტურ და უმაღლესი ხარისხის კანის მოვლის საშუალებებს ეძებთ, გამოდის რომ სწორ ადგილას მობრძანდით. Velvet.ge არის ავთენტური კორეული და იაპონური კოსმეტიკის ონლაინ სივრცე საქართველოში, სადაც სილამაზესთან ერთად ჯანმრთელობაზე ზრუნვაც მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ აზიური სილამაზეზე ზრუნვის პრაქტიკა ქართულ ბაზარზეც გახდეს ხელმისაწვდომი, ონლაინ სივრცეში გთავაზობთ K-Beauty-სა და J-Beauty-ს პროდუქტებს ხელმისაწვდომ ფასად.
რატომ კორეული კოსმეტიკა Velvet.ge-დან?
კორეული კოსმეტიკა, იგივე K-Beauty, დიდი ხანია სცდება ტრენდს და სილამაზის ინდუსტრიის სტანდარტად იქცა. ამას თავისი მიზეზები აქვს.
კორეელი მეცნიერები მუდმივად ქმნიან ახალ, ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მსოფლიოში კანის მოვლის ტრენდებს განსაზღვრავს. აქ იპოვით კორეული კოსმეტიკური პროდუქტების ფართო ასორტიმენტს უნიკალური ინგრედიენტებით. პროდუქციის უმეტესობა გამდიდრებულია მცენარეული ექსტრაქტებითა და ინგრედიენტებით, რომლებიც ნაზად, მაგრამ ღრმად ზრუნავენ თქვენს კანზე, უზრუნველყოფენ რა ჯანმრთელობასა და დატენიანებას.
კორეული მოვლის 10-საფეხურიანი რუტინა ცნობილია მთელ მსოფლიოში. ჩვენს ასორტიმენტში ნახავთ ყველაფერს – ორმაგი გაწმენდის საშუალებებიდან დაწყებული, შრატებით, ესენციებით, მზისგან დამცავებით და ღამის ნიღბებით დამთავრებული. მოგვწერეთ და სიამოვნებით დაგეხმარებით შექმნათ თქვენი კანის ტიპზე მორგებული, სრულყოფილი რუტინა!
ამასთან ერთად გთავაზობთ კორეულ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ, მსუბუქ შედეგს და ამავე დროს, ზრუნავს კანზე გამოყენების პროცესში. აღმოაჩინეთ BB კრემები, ტუჩსაცხები და სხვა პროდუქტები, რომლებიც თქვენს მაკიაჟს სრულყოფილს გახდის.
იაპონური კანის მოვლის საშუალებები Velvet.ge-ზე
იაპონური თავის მოვლის ფილოსოფია ეფუძნება მინიმალიზმს, ეფექტურობასა და ხანგრძლივ შედეგებს. ამ ტიპის პროდუქტებში ყველაფერი კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერის გაძლიერებისა და ბზინვარებისკენაა მიმართული.
იაპონური კანის მოვლა გამოირჩევა ღრმა დატენიანებითა და ბალანსის აღდგენით. ეს პროდუქტები თქვენს კანს მისცემს ნაზ, აბრეშუმივით შეგრძნებას:
- ტონერები/ესენციები: იაპონური ტონერები და ესენციები არ არის უბრალოდ გამწმენდი საშუალებები – ისინი საფუძველია ღრმა დატენიანებისთვის. ისინი მყისიერად აღადგენენ კანის pH ბალანსს და ამზადებენ მას შემდგომი შრატებისა და კრემების მაქსიმალური შეწოვისთვის. პროდუქტები გამდიდრებულია ჰიალურონის მჟავით, კოლაგენითა და ბუნებრივი ექსტრაქტებით, რაც უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ ჯანმრთელობას.
- სახის დასაბანი საშუალებები და ქლინსერები: იაპონური დასაბანი გელები და ქლინსერები გამოირჩევა ნაზი, მდიდარი ქაფით, რომელიც ღრმად წმენდს ფორებს კანის გამოშრობის გარეშე.
იაპონური თმის მოვლის კულტურა განთქმულია თავისი დამატენიანებელი და აღმდგენი თვისებებით. Velvet.ge-ზე ნახავთ წამყვანი იაპონური ბრენდების პროდუქციას, როგორებიცაა Shiseido (TSUBAKI, Fino), რომლებიც ლეგენდარული თმის მოვლის საშუალებებს ქმნიან:
- შამპუნები და კონდიციონერები: ამ ტიპის იაპონური პროდუქტები, რომლებიც ხშირად შეიცავს კამელიას ზეთს (Tsubaki – იაპონური კამელია), აუმჯობესებს არა მხოლოდ თმის ბზინვარებას, არამედ მას, მატებს სიმტკიცესა და ელასტიკურობას.
- თმის ნიღბები: აღმოაჩინეთ პრემიუმ ნიღბები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ექსპრეს-მკურნალობა და რამდენიმე წუთში გარდაქმნიან თქვენს თმას.
გაიცანით იაპონური ხარისხის ეტალონი – Curél (ქიურელი)
Velvet.ge ამაყად წარმოგიდგენთ იაპონური ბრენდის, Curél (ქიურელი), პროდუქტებს. Curél არის იაპონიაში ნომერ 1 ბრენდი მშრალი და მგრძნობიარე კანის მოვლის სეგმენტში. ეს ბრენდი სპეციალურად შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ქრონიკულად მშრალი და გაღიზიანებული კანი.
რატომ Curél:
- 🔬 ცერამიდებზე დაფუძნებული მოვლა: Curél-ის ფორმულები, ცერამიდების მოწინავე კომპლექსის (Advanced Ceramide Complex) საშუალებით, ეხმარება კანის ტენიანობის ბარიერის აღდგენასა და გაძლიერებას. ცერამიდები კანის ბუნებრივი დამცავი ფენაა, რომლის დანაკლისიც იწვევს სიმშრალეს და მგრძნობელობას.
- 💧 ღრმა დატენიანება: Curél-ის პროდუქტები, მაგალითად, ინტენსიური დამატენიანებელი სახის კრემი (Intensive Moisture Facial Cream), მსუბუქია, არატოვებს ცხიმიან კვალს და მყისიერად შეიწოვება, რაც მშრალ და მგრძნობიარე კანს მთელი დღის განმავლობაში ატენიანებს.
- ✨ მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის: ეს არის ბრენდი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ, თუ კანის სიმშრალესთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ. Curél დაგეხმარებათ მშრალი, გაღიზიანებული კანის მოშუშებასა და სამუდამოდ აღმოფხვრაში.
შეუკვეთეთ ონლაინ მაღაზია Velvet.ge-ზე და მიიღეთ პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად. ბრენდებისა და კოსმეტიკური ნაწარმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.




