C ვიტამინის შრატის სარგებელი: როგორ ავირჩიოთ და როგორ გამოვიყენოთ სწორად

C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია კანის მოვლის რუტინაში. ის ხელს უწყობს კანის ფერის გათანაბრებას, ბზინვარებას და წვრილი ნაოჭების შემცირებას. ამ ბლოგპოსტში მოგიყვებით, რატომ არის C ვიტამინის შრატი აუცილებელი, როგორ უნდა გამოიყენოთ სწორად და როგორ შეარჩიოთ იდეალური პროდუქტი თქვენი კანის ტიპისთვის, განსაკუთრებით კორეული კოსმეტიკის ბრენდებიდან.

რატომ არის C ვიტამინი კანისთვის აუცილებელი?

C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც:


• ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ანელებს დაბერების პროცესს
• აერთიანებს კანის ფერს და ამცირებს პიგმენტურ ლაქებს
• აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას
• ხდის კანს უფრო ნათელსა და ბზინვარეს
• ამცირებს აკნეს შემდგომ ლაქებს და შრამებს

როგორ გამოვიყენოთ C ვიტამინის შრატი სწორად?

C ვიტამინის შრატის სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია შედეგის მისაღებად:

  1. დაიბანეთ სახე მსუბუქი დასაბანი საშუალებით.
  2. გაიშრეთ სრულად. (ნამიან კანზე გამოყენების შემთხვევაში მეტია კანის გაღიზიანების რისკი)
  3. წაისვით რამდენიმე წვეთი C ვიტამინის შრატი მთელ სახეზე.
  4. დაელოდეთ 1-2 წუთი და შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი.
  5. დილით აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი (SPF 30+).

C ვიტამინის დილით გამოყენება მზისგან დამცავთან ერთად საუკეთესო შედეგს იძლევა გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაცვის კუთხით

როგორ ავირჩიოთ C ვიტამინის შრატი?

შრატის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
• კონცენტრაცია: დამწყებთათვის რეკომენდებულია 10%-15% მდე, ხოლო გამოცდილებისთვის 20%-ის ზემოთ.
• სასურველია შეიცავდეს დამატებით ინგრედიენტებს: როგორიცაა ჰიალურონის მჟავა ან ნიაცინამიდი დამატებითი დატენიანებისთვის.
• შეფუთვა უნდა იყოს: მუქი მინა ან ჰერმეტული ბოთლი, რაც იცავს C ვიტამინს დაჟანგვისგან.
• pH დონე: 3-3.5 არის ოპტიმალური დონე ადეკვატური შეწოვისთვის.

ჩვენი რჩეული კორეული C ვიტამინის შრატები:

  1. დამწყებთათვის SKIN1004 Skin brightening ampoule – მსუბუქი და ადვილად შესაგუებელი ანტიოქსიდანტების შრატი, შეიცავს დამატებით ნიაცინამიდს, ცენტელას და მჟავას.
  2. Cosrx The Vitamin C23 – ძლიერი და იდეალური კონცენტრაცია გამოცდილი მომხმარებლისთვის, ძალიან ეფექტური ფორმულა პიგმენტური ლაქებისთვის და ნაოჭებისთვის.

შეჯამება:
C ვიტამინი, როგორც ინგრედიენტი კანის მოვლაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც თქვენი რუტინის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. კორეული ბრენდები ხარისხიან, სტაბილურ და ბიუჯეტურ ვარიანტებს გვთავაზობენ, რაც თქვენს კანს ბზინვარებას და სიჯანსაღეს მოუტანს

კალათა