საინტერესო ფაქტები კორეული სილამაზის სამყაროდან

“საკუთარი თავის საუკეთესო სახით წარმოჩენა სხვების პატივისცემის გამოხატულებაა” – კონფუცი

სილამაზე ორივე სქესისთვის

ძველ კორეაში სილამაზეზე ზრუნვა როგორც ქალის, ასევე კაცის ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენდა. ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ კორეულ ფილმებში ლოყებზე წასმული კოსმეტიკური საცხები. რეალურად, ეს ტრადიცია ჯერ კიდევ სილას დინასტიის პერიოდიდან იწყება (ძვ.წ 57 წელი), როდესაც სილამაზე ადამიანის ფიზიკურ და მორალურ სიჯანსაღეზე მიუთითებდა.

პლასტიკურ ქირურგიაზე შეყვარებულები

ავსტრალიაში პლასტიკური ქირურგია, როგორც წესი, ტაბუდადებული თემაა. თუმცა, სამხრეთ კორეაში ეს სრულიად ჩვეულებრივი, მისაღები და ზოგჯერ წახალისებულიც კია. გავრცელებული პრაქტიკაა, რომ თინეიჯერები პირველ ოპერაციას უნივერსიტეტში შესვლამდე იკეთებენ. უმეტეს შემთხვევაში, მშობლები ამას იწონებენ და თავადვე იხდიან ოპერაციის საფასურს.

ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაცია ქუთუთოს გაორმაგებაა, რასაც მოსდევს ცხვირისა და ნიკაპის კორექცია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში ეს ოპერაციები გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

სახლიდან არ გადიან მზისგან დამზავი კრემის გარეშე

კორეული კრემები

კორეელების უმეტესობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა მუქი ლაქების მიმართ. ამიტომაც ისინი სახლიდან მზისგან დამცავი კრემის წასმის გარეშე არ გადიან. თუ იციან, რომ შესაძლოა UVA და UVB სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვდებიან, არავითარ შემთხვევაში არ გავლენ ქოლგების, ქუდების და ხელთათმანების გარეშე.

არათანაბარ პიგმენტაციას ისინი ბუნებრივი კანის გამაღიავებლებით მკურნალობენ, როგორიცაა ბრინჯის წყალი, C ვიტამინი და ექსფოლიანტები. თუ უფრო ღრმა ლაქები აწუხებთ, არ ერიდებიან სილამაზის ექსპერტებთან მისვლას, რათა ლაქები ლაზერებით, მიკროდერმაბრაზიითა და ქიმიური პილინგებით გაანათონ.

სახის ორჯერ გაწმენდა მაკიაჟის წასმამდე

კორეული 10-საფეხურიანი სილამაზის რუტინის ქვაკუთხედი სახის გაწმენდაა. ჩვეულებრივ, კორეელი ქალები სახეს მაკიაჟის წასმამდე იწმენდენ, რათა მოაშორონ ზედმეტი ცხიმი, ჭუჭყი და ბაქტერიები.

სახის გაწმენდა უმნიშვნელოვანესია კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, დაბერების პროცესის შესანელებლად და გამონაყარის თავიდან ასაცილებლად.

კორეელები თვლიან, რომ გაუწმენდავ სახეზე მაკიაჟი კარგად ვერ გამოიყურება. ისინი, როგორც წესი, კანს ორმაგად წმენდენ.

თავდაპირველად იყენებენ ზეთოვან გამწმენდს მაკიაჟისა და კანზე არსებული მინარევების მოსაშორებლად, შემდეგ კი ქაფიან ან გელისებურ გამწმენდს ჯიუტი ჭუჭყის მოსაცილებლად. გახსოვდეთ, K-beauty-ს მთავარი არსი კანის მოვლაა, ამიტომ ყოველთვის გრილი წყლით ჩამოიბანეთ და ფრთხილად გაიმშრალეთ.

მაკიაჟის 10 საფეხურიანი რუტინა

როდესაც ექსპერტები კანის კორეული მოვლის შესახებ საუბრობენ, ისინი ზოგადად გულისხმობენ10-საფეხურიან კორეულ სილამაზის რუტინას გულისხმობენ. ეს რუტინა შედგება როგორც განსაკუთრებულად კორეული პროდუქტებისგან – როგორებიცაა ესენციები და ამპულები – ასევე კანის მოვლის ზოგადი საშუალებებისგან – დამატენიანებლები და გამწმენდები. პროცესი დაახლოებით ასე მიმდინარეობს:

  • ბალზამი ან ზეთოვანი გამწმენდი
  • ქაფიანი გამწმენდი
  • საექსფოლიაციო საშუალება
  • ტონერი
  • ესენცია
  • ამპულა ან შრატი
  • ნაჭრის ნიღაბი
  • თვალის კრემი
  • დამატენიანებელი
  • უფრო სქელი ღამის კრემი თუ ძილის ნიღაბი, ან მზისგან დამცავი კრემი (SPF)

ფაქტი #6

დაათვალიერეთ “ველვეტის” მაღაზია, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და მიიღეთ შეკვეთა იმავე დღეს სახლიდან გაუსვლელად.

დაიწყეთ სილამაზეზე ზრუნვა აქ!

კალათა