მიხაკი გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ მედიცინაშიც. სამკურნალო თვისებებს სანელებელს მასში შემავალი ზეთი ანიჭებს.
• მიხაკს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური, ანტიმიკრობული თვისებები.
• მიხაკი ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში: ის ებრძვის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებებს და ანთებით პროცესებს პაროდონტოზის და კარიესის დროს.
• მიხაკის ანტიმიკრობული თვისების დახმარებით მკურნალობენ დიარეას, მეტეორიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
• მიხაკის ზეთი – ძლიერი ანტისეპტიკია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ჭიებს და პათოგენურ ბაქტერიებს.
• ის ხსნის დიაფრაგმულ და კუნთოვან კრუნჩხვებს, შველის სლოკინს.
• ეს სანელებელი დადებითად მოქმედებს ართრიტების, ართროზების და ტრავმების დროს.
• მიხაკის ნახარშს იყენებენ თვალის დაავადებების სამკურნალოდ.
• პროდუქტი კურნავს დაბალ წნევას და ასთმას.