ნაკრები: ორგანული მწვანე ჩაი თეთრი პიონი, Organic White Peony, 50 გრ, 50 გრ + წაბლის თაფლი

50,00 

+ უფასო მიტანა თბილისში (კვირის გარდა, 13:00-მდე შეკვეთისას, იმავე დღეს)
  • ნაკრებში შედის: ჩაი 50 გრ, წაბლის თაფლი 1 კგ
  • უმაღლესი ხარისხი
  • არომატული გემოები
  • ჯანსაღი
  • ეკოლოგიურად სუფთა გარემოში წარმოებული
Guaranteed Safe Checkout

რატომ Meicha Organic White Peony?

🌼 დახვეწილი, სუფთა გემო
White Peony გამოირჩევა რბილი და მომნუსხველი გემოთი – მსუბუქი ყვავილოვანი და თაფლისებრი ნოტებით, ბალახოვანი ელფერებით. მისი ბუნებრივი არომატი იდეალურია დილის დაწყებისთვის ან მედიტაციური საღამოსთვის.

🌱 100% ორგანული – სუფთა წარმოება
ჩაი მოყვანილია ორგანულად – არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და არომატიზატორებს. მხოლოდ ბუნებრივი, არამოდიფიცირებული ფოთლები.

🤲 ხელით შეგროვებული – მხოლოდ საუკეთესო ფოთლები
თითოეული ფოთოლი და კვირტი არჩეულია გაზაფხულის დასაწყისში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ხარისხსა და ბუნებრივ სტრუქტურას.

📜 სერტიფიცირებული პროდუქტი
EU (ევროპული), NOP (აშშ) და FLO (Fairtrade) სერტიფიკატებით დადასტურებული – პროდუქტი იწარმოება ეთიკურად, პასუხისმგებლობით და მაღალი სტანდარტების დაცვით.

სასარგებლო თვისებები
თეთრი ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ორგანიზმის დეტოქსიკაციას და სტრესის შემცირებას — ბუნებრივი ენერგიის წყარო, კოფეინის დაბალი შემცველობით.

მომზადების ინსტრუქცია:

👉 1 ჩაის კოვზი ჩაყარეთ 200 მლ წყალში
👉 გამოიყენეთ 80-90℃ ტემპერატურის წყალი
👉 გააჩერეთ 3–4 წუთით

თაფლის წარმოშობა და გამოცდილება

თაფლი წარმოებულია წალენჯიხის სოფელ ობუჯში, სადაც ბუნება უხვადაა დაფარული მრავალწლოვანი თაფლოვანი მცენარეებით.

ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების პროცესს ვუძღვებით უკვე 15 წელია, რის გამოც პროდუქტი გამოირჩევა სტაბილური ხარისხითა და ნატურალური გემოთი.

თაფლი მიიღება 110 ფუტკრის ოჯახიდან, რაც უზრუნველყოფს როგორც რაოდენობას, ისე სისუფთავესა და გემოს მრავალფეროვნებას.

ეკოლოგიურად სუფთა წარმოება

ჩვენი საფუტკრე ჩაფლულია ბუნებრივ გარემოში, სადაც თაფლი მიიღება ისეთ მცენარეებზე ნექტრის მოპოვებით, როგორიცაა: აკაცია, წაბლი, ველური მაყვალი და მინდვრის ყვავილები.

ეს ქმნის უნიკალურ, დაბალანსებულ არომატს და ხასიათს — სავსეს ბუნებრივი ენერგიითა და არომატული ნოტებით.

წაბლის თაფლის წარმოების პროცესი

თაფლის მიღება იწყება ჯერ კიდევადრე გაზაფხულზე, როცა აქტიურად ვმუშაობ საფუტკრეში. მომზადების პროცესი მოიცავს:

  • ფუტკრის ოჯახების გაძლიერებას მთავარი ღალიანობის წინ
  • ხელოვნური ფიჭების დამზადებას საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა ცვილისგან
  • ჩარჩოების აწყობასა და ფუტკრის ოჯახებში ეტაპობრივად დამატებას.

ყოველი ნაბიჯი სრულდება სიყვარულითა და ზრუნვით, რათა თაფლი შენამდე მივიდეს ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა —სუფთა, ნამდვილი და ჯანსაღი.

 

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

კალათა
ნაკრები: ორგანული მწვანე ჩაი თეთრი პიონი, Organic White Peony, 50 გრ, 50 გრ + წაბლის თაფლინაკრები: ორგანული მწვანე ჩაი თეთრი პიონი, Organic White Peony, 50 გრ, 50 გრ + წაბლის თაფლი
50,00