მრავალფუნქციური სახის სპრეი, რომელიც აერთიანებს კრემის და ესენციის ეფექტს. უნიკალური ორფაზიანი ფორმულა უზრუნველყოფს როგორც ღრმა დატენიანებას, ასევე კანის დამშვიდებასა და აღდგენას, რის შედეგადაც კანი ხდება გლუვი, ელასტიური და ჯანსაღი იერის.
პროდუქტი განსაკუთრებით იდეალურია მგრძნობიარე, აკნესკენ მიდრეკილი და გაღიზიანებული კანისთვის. შეიცავს ცენტელა აზიატიკასა და პანთენოლს, რომლებიც ამშვიდებენ კანს, ამცირებენ სიწითლეს და აძლიერებენ კანის ბარიერს. პრეი თანაბრად ნაწილდება კანზე და არ ტოვებს ცხიმიან ან სიმძიმის ეფექტს.
ფორმულა გამდიდრებულია ჰიალურონის მჟავითა და ბრინჯის ექსტრაქტით, რომლებიც უზრუნველყოფენ ღრმა და ხანგრძლივ დატენიანებას, აუმჯობესებენ კანის ტექსტურას და ანიჭებენ ბუნებრივ ბზინვარებას. დამატებითი მცენარეული ექსტრაქტები ხელს უწყობენ კანის დამშვიდებასა და აღდგენას.
მთავარი ინგრედიენტები
- ცენტელა აზიატიკა – ამშვიდებს და აღადგენს კანს
- პანთენოლი (ვიტამინი B5) – აძლიერებს კანის ბარიერს და ატენიანებს
- ჰიალურონის მჟავა – უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას
- ბრინჯის ექსტრაქტი – კვებავს და ანიჭებს კანს ნათებას
- ალოე ვერა – ამშვიდებს და ატენიანებს კანს
ეფექტი
- უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას და კანის დამშვიდებას
- ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას
- აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს
- აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ელასტიურობას
- არ ტოვებს ცხიმიან ფენას ან წებოვან შეგრძნებას
გამოყენების წესი
- გამოყენებამდე შეანჯღრიეთ, რათა ორი ფაზა კარგად შეერიოს
- შეასხით სახეზე 20–30 სმ მანძილიდან
- გამოიყენეთ როგორც ტონერი, მაკიაჟის წინ ან შემდეგ, ან დღის განმავლობაში დამატებითი დატენიანებისთვის













მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.