გამოცემის თარიღი: 2025
ეს წიგნი მოგვითხრობს 1989-1992 წლებში განვითარებულ მწვავე პოლიტიკურ მოვლენებზე. სამოქალაქო ომზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებზე, რომელთა მონაწილე თავად ავტორი იყო.
„გეტყვით იმას, რაც აქამდე არ თქმულა.
როდის, სად და როგორ იშვა ის ბოროტება, რომელმაც ძმა ძმას წაჰკიდა და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპირა საქართველოს დედაქალაქში, შემდეგ შუაგულ ქართლში, მაჩაბელთა ძირძველ მიწაზე და ბოლოს აფხაზეთში…
ვინ რა როლი შეასრულა თანამოძმეთა დაპირისპირებასა და იმ შეიარაღებული კონფლიქტების გაჩაღებაში, რომლებმაც ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, ვინ რის გაკეთება სცადა სამხედრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად…
მინდა ჩემმა ნათქვამმა მწარე სიმართლემ ომის ნამდვილი გამჩაღებლები ამხილოს, აფხაზსა და ოსს გაყინული გული გაულღოს და ქართველის მიმართ სიძულვილი გაუნელოს.
მინდა ამ წიგნმა თანამედროვეებს და მომავალ თაობებსაც მოუთხროს, თუ როგორ იბრძოდნენ ომებში მათი თანამოძმენი და ჩემი თანამებრძოლები…“
392 გვერდი, 16,5*23,5 სმ