Haakaa – Mushroom სილიკონის ჯამი დრეკადი ჩანგლით/კოვზით – ნაკრები

151,00 

+ უფასო მიტანა თბილისში (კვირის გარდა, 13:00-მდე შეკვეთისას, იმავე დღეს)
  • Mushroom სილიკონის ჯამი დრეკადი ჩანგლით/კოვზით – სასიამოვნოს და მოსახერხებელს ხდის ბავშვის კვებას
  • დრეკადი კოვზისა და ჩანგლის გამოყენება უსაფრთხოა ბავშვებისთვის, ხოლო თავსახური ხელს უწყობს ტემპერატურის შენარჩუნებას
  • სილიკონის სადგამი მტკიცედ ეკვრის ზედაპირს, რაც ხელს უწყობს ბავშვს, იკვებოს დამოუკიდებლად და სუფთად
  • რეკომენდებულია ბავშვებში 4-6 თვიდან
  • ეკომეგობრული, არ შეიცავს BPA, PVC და ფტალატებს

Availability: მარაგში

კატეგორია:
Guaranteed Safe Checkout

ზოგადი მიმოხილვა:

Mushroom სილიკონის ჯამი დრეკადი ჩანგლით/კოვზით უფრო სასიამოვნოს და მოსახერხებელს ხდის ბავშვის კვებას. კოვზისა და ჩანგლის რბილი და დრეკადი სტრუქტურა ამცირებს პოტენციური ტრავმის რისკს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ჯამის თავსახური ხელს უწყობს საკვების ტემპერატურის შენარჩუნებას, ხოლო სილიკონის სადგამი უზრუნველყოფს მტკიცე ფიქსაციას მაგიდის ზედაპირზე, რაც ბავშვს ეხმარება, იკვებოს დამოუკიდებლად და სუფთად. პროდუქტი დამზადებულია 100% საკვების სილიკონისგან, არატოქსიკურია და არ ზიანდება იატაკზე დავარდნის შემთხვევაში. მოსახერხებელი ფორმის დახმარებით ჯამის გამოყენება შესაძლებელია თეფშად, რაც დამატებითი კომფორტია მშობლებისთვის.

შემადგენლობა:

  • სოკოს ფორმის ჯამი – საკვები ხარისხის სილიკონი
  • დრეკადი ჩანგალი/კოვზი – საკვები ხარისხის სილიკონი, რკინა

გამოყენება და მოვლა:

პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს სილიკონის ზედაპირი. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.

გაფრთხილება!!!

  • კვებამდე შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა.
  • საკვების გაცხელებისას ან პროდუქტის სტერილიზაციისას ჯამს მოხსენით თავსახური.

უსაფრთხოება:

  • არ გამოიყენოთ დაზიანებული პროდუქტი.
  • არ მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში კოვზი ან ჩანგალი, რადგან შეიცავენ რკინის ღერძს.
  • მეთვალყურეობის გარეშე ბავშვისთვის პროდუქტის დატოვება არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Haakaa – Mushroom სილიკონის ჯამი დრეკადი ჩანგლით/კოვზით – ნაკრები“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

კალათა
Haakaa - Mushroom სილიკონის ჯამი დრეკადი ჩანგლით/კოვზით  - ნაკრებიHaakaa – Mushroom სილიკონის ჯამი დრეკადი ჩანგლით/კოვზით – ნაკრები
151,00 

Availability: მარაგში