,

Humble კბილის ჯაგრისი – PROUD – Ultra-Soft – (2-8წ)

9,00 

+ უფასო მიტანა თბილისში (კვირის გარდა, 13:00-მდე შეკვეთისას, იმავე დღეს)
  • ეკოლოგიურად სუფთა, პრემიუმ ხარისხის ბამბუკის კბილის ჯაგრისი BPA-ის გარეშე ნეილონის ჯაგრით
  • სპეციალურად შექმნილი 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
  • არ აზიანებს მინანქარს და ეფექტურად აშორებს ნადებს
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგიური ასოციაციის მიერ
  • ვეგანური, ცხოველებზე ტესტირების გარეშე

Availability: მარაგში

Guaranteed Safe Checkout

ზოგადი ინფორმაცია:

Humble-ის კბილის ჯაგრისი დამზადებულია 100% ბიოდეგრადირებადი ბამბუკისგან, რომელიც დაფარულია ბუნებრივი ცვილით. ჯაგარი არის მაღალი ხარისხის ნეილონის (BPA-ის გარეშე), რომლის 65% მცენარეული წარმოშობისაა და მიღებულია აბუსალათინის (castor) მარცვლებიდან.
ულტრარბილი ჯაგრისის თავი უნიკალური დიზაინით უზრუნველყოფს ეფექტურ წმენდას, არ აზიანებს მინანქარს და მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას პირში.
Humble-ის კბილის ჯაგრისები აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგიური ასოციაციის მიერ, როგორც პლასტმასის საუკეთესო ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა. დამატებით, შეფუთვა სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.

შემადგენლობა:

  • კბილის ჯაგრისის თავი: BPA-ის გარეშე ნეილონის ჯაგარი
  • უჟანგავი ფოლადის დამჭერები
  • კბილის ჯაგრისის ტარი: ბამბუკი მცენარეული ცვილის საფარით

გამოყენების წესი:

დაიწყეთ კბილების გახეხვა ნაზი, მსუბუქი და წრიული მოძრაობებით ღრძილებიდან კბილების მიმართულებით, კბილების თანმიმდევრობის დაცვით. დაიჭირეთ ჯაგრისი კუთხით, პარალელურად ღრძილების და კბილების ზედაპირთან. გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში, დილით და საღამოს.

უსაფრთხოების ინფორმაცია:

განკუთვნილია 2-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

შენახვის პირობები:

არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Humble კბილის ჯაგრისი – PROUD – Ultra-Soft – (2-8წ)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

კალათა
Humble კბილის ჯაგრისი - PROUD - Ultra-Soft - (2-8წ)Humble კბილის ჯაგრისი – PROUD – Ultra-Soft – (2-8წ)
9,00 

Availability: მარაგში