ზოგადი ინფორმაცია:
Humble-ის კბილის ჯაგრისი დამზადებულია 100%-ით ბიოდეგრადირებადი ბამბუკისგან, რომელიც დაფარულია ბუნებრივი ცვილით. ბუსუსები შექმნილია მაღალი ხარისხის ნეილონისგან (BPA-ის გარეშე), რომლის 65% მცენარეული წარმოშობისაა და მიიღება აბუსალათინის (castor) მარცვლებიდან.
ჯაგრისის თავის უნიკალური დიზაინი უზრუნველყოფს მაქსიმალურ წმენდას, არ აზიანებს ემალს და ინარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას პირის ღრუში მთელი დღის განმავლობაში.
Humble-ის კბილის ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ, როგორც პლასტმასის ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი ალტერნატივა. ასევე, შეფუთვა სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.
შემადგენლობა:
- ჯაგრისის თავი: BPA-ის გარეშე ნეილონის ბუსუსები
- უჟანგავი ფოლადის დამჭერები
- ჯაგრისის ტარი: ბამბუკი მცენარეული ცვილის საფარით
გამოყენების წესი:
კბილების გახეხვა დაიწყეთ ნაზი, მსუბუქი და წრიული მოძრაობებით ღრძილებიდან კბილების მიმართულებით, კბილების თანმიმდევრობის დაცვით.
ჯაგრისი დაიჭირეთ ოდნავ დახრილი კუთხით, ღრძილებისა და კბილების ზედაპირის პარალელურად.
გაიხეხეთ კბილები 2 წუთის განმავლობაში, დილით და საღამოს.
უსაფრთხოების ინფორმაცია:
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებისთვის.






მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.