მაღალკონცენტრირებული დამამშვიდებელი შრატი, რომელიც შექმნილია პრობლემური და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. ფორმულა ეფუძნება 16%-იან აზელაინის მჟავას კომპლექსს, რომელიც ეფექტურად ებრძვის გამონაყარს, ამცირებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას პოსტ-აკნე ლაქების პიგმენტაციის შემცირების გზით.
შრატს აქვს მსუბუქი ტექსტურა, რომელიც მომენტალურად ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, აკონტროლებს ჭარბ ცხიმიანობას და უზრუნველყოფს კანის სუფთა, ჯანსაღ იერს.
მთავარი ინგრედიენტები:
- ზელაინის მჟავა (16%) – უზრუნველყოფს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდულ მოქმედებას, წმენდს ფორებს და ხელს უშლის ახალი გამონაყარის წარმოქმნას.
- BB (Blemish Balm) კომპლექსი – სპეციალური დამამშვიდებელი ფორმულა, რომელიც მომენტალურად აქრობს სიწითლეს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
- ცენტელა აზიატიკა – აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.
ეფექტი:
- ეფექტურად ებრძვის აკნეს და გამონაყარს
- ამცირებს ანთებას და სიწითლეს
- აფერმკრთალებს პოსტ-აკნე ლაქებს და პიგმენტაციას
- აკონტროლებს ცხიმიანობას და ავიწროებს ფორებს
- ანიჭებს კანს ერთგვაროვან ტონს
გამოყენების წესი:
- დაიტანეთ მცირე რაოდენობა სუფთა კანზე, ტონერის შემდეგ.
- თანაბრად გადაინაწილეთ სახეზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ პრობლემურ ზონებს.
- მსუბუქად შეიზილეთ სრულ შეიწოვამდე.
- დღის განმავლობაში გამოყენებისას აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი (SPF).
რეკომენდაცია:
რეკომენდებულია პრობლემური, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის, რომელსაც აწუხებს პერიოდული გამონაყარი, სიწითლე და არათანაბარი ტონი. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს კანის სწრაფი დამშვიდება და ტექსტურის გაუმჯობესება.








მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.