თაფლის წარმოშობა და გამოცდილება
თაფლი წარმოებულია წალენჯიხის სოფელ ობუჯში, სადაც ბუნება უხვადაა დაფარული მრავალწლოვანი თაფლოვანი მცენარეებით.
ფუტკრის მოვლისა და თაფლის წარმოების პროცესს ვუძღვებით უკვე 15 წელია, რის გამოც პროდუქტი გამოირჩევა სტაბილური ხარისხითა და ნატურალური გემოთი.
თაფლი მიიღება 110 ფუტკრის ოჯახიდან, რაც უზრუნველყოფს როგორც რაოდენობას, ისე სისუფთავესა და გემოს მრავალფეროვნებას.
ეკოლოგიურად სუფთა წარმოება
ჩვენი საფუტკრე ჩაფლულია ბუნებრივ გარემოში, სადაც თაფლი მიიღება ისეთ მცენარეებზე ნექტრის მოპოვებით, როგორიცაა:
აკაცია, წაბლი, ველური მაყვალი და მინდვრის ყვავილები.
ეს ქმნის უნიკალურ, დაბალანსებულ არომატს და ხასიათს — სავსეს ბუნებრივი ენერგიითა და არომატული ნოტებით.
თაფლის წარმოების პროცესი
თაფლის მიღება იწყება ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე, როცა აქტიურად ვმუშაობ საფუტკრეში.
მომზადების პროცესი მოიცავს:
-
ფუტკრის ოჯახების გაძლიერებას მთავარი ღალიანობის წინ
-
ხელოვნური ფიჭების დამზადებას საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა ცვილისგან
-
ჩარჩოების აწყობასა და ფუტკრის ოჯახებში ეტაპობრივად დამატებას.
ყოველი ნაბიჯი სრულდება სიყვარულითა და ზრუნვით, რათა თაფლი შენამდე მივიდეს ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა — სუფთა, ნამდვილი და ჯანსაღი.





მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.