ვალენტინობის საჩუქარი შეყვარებულისთვის

საშუალოდ 1 თვით ადრე იწყებენ შეყვარებულისთვის საჩუქრის შერჩევას 😮 თუ არ გინდა, რომ საყვარელი ადამიანი 14 თებერვალს სევდიანად შეხვდეს, მაშინ უმჯობესია დღესვე დაიწყო თუ როგორ გააბედნიერო ის.

დღე
საათი
წუთი
წამი

ბუნებრივია, სიყვარულის გამოხატვა მხოლოდ ამ დღისთვის არ უნდა შემოვინახოთ, მაგრამ საყვარელ ადამიანს ამ დღეს მაინც განსაკუთრებული წუთები უნდა ვაჩუქოთ. კარგად შერჩეული ვალენტინობის საჩუქარი ურთიერთობის გაღმავების საშუალებაც შეიძლება იყოს. ამიტომ კარგად დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ შეყვარებულს აჩვენოთ, რომ ძალიან გიყვართ. 💝

ვალენტინობის საჩუქარზე პირველად ყვავილი გვახსენდება ხოლმე, მაგრამ ეს იდეა ორიგინალურობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. წარმოგიდგენთ განსხვავებულ საჩუქრებს ვალენტინობის დღისთვის.

ორიგინალური საჩუქრები შეყვარებულისთვის🎁

წარმოგიდგენთ საინტერესო ნივთებს სხვადასხვა კატეგორიიდან.

შავი პარასკევის ფასდაკლება კორეულ კოსმეტიკაზე 2024 წელს

კორეული კოსმეტიკა

ბუნებრივი შემადგენლობა

ინოვაციური ფორმულები

CORSX, ETUDE, Laneige…

შავი პარასკევი ლედ განათებაზე

LED განათება

ოთახის LED განათება

LED პროექტორები

ინოვაციური სანათები

ვიდეო/ფოტო გადაღება

პროდუქტები კონტენტისთვის

უსადენო დამტენები

მობილური კამერის ლინზები

ხელნაკეთი ნივთები

ნაძვის ხის სათამაშოები

საახალწლო დეკორაციები

სათამაშოების ნაკრები

ციფრული ტექნიკა

უკაბელო ადაპტერები

მობილურის აქსესუარები

მაგნიტური დამტენები

სპორტი

ფეხბურთის ბურთები

სათამაშო მანქანები

კონსტრუქტორები

გრანდიოზული აქცია დრონის ნაწილებზე

დრონი

დრონის ბატარეები

დამტენები

კარბონის ჭანჭიკები

კორეული ესენცია 100 მლ

თავის მოვლა

ბამბუკის სავარცხლები

ლოკოკინას კრემები

სახის ტონერები

ფასდაკლება ფეინბოლებზე შავი პარასკევისთვის

ფეინთბოლი

ფეინთბოლის ტყვიები

ჰაერის კომპრესორი

ფეინთბოლის ჰოპერი

შეარჩიე უნიკალური, კრეატიული და ხელმისაწვდომი საჩუქრები სხვადასხვა კატეგორიიდან – ლედ განათება, კორეული კოსმეტიკა, ციფრული ტექნიკა, ხელნაკეთი ნივთები და სხვა. ვაცნობიერებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ვალენტინობის საჩუქარი ხარისხიანი და ორიგინალური იყოს, ამიტომ გთავაზობთ პროდუქტების რამდენიმე კატეგორიას, რომელიც თითქმის ყველა გემოვნებასა და ბიუჯეტს მოერგება.

შეარჩიე საჩუქარი შეყვარებულისთვის VELVET-ზე 🎁

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღისთვის უამრავი ორიგინალური იდეა გვაფიქრდება, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ 3 ფაქტორი:

– პარტნიორის გემოვნებისა და ინტერესების ზუსტად განსაზღვრა

– ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვა (გამოყოფა)

– ორიგინალურობისა და პრაქტიკულობის დაბალანსება (ზოგჯერ საჩუქრის მირთმევის ფორმა გაცილებით დასამახსოვრებელია, ვიდრე უშუალოდ საჩუქარი).

ვალენტინობა – 14 თებერვლის მოკლე ისტორია

საჩუქარი შეყვარებული ბიჭისთვის და გოგოსთვის

წმინდა ვალენტინის დღე მსოფლიოში 14 თებერვალს აღინიშნება. მისი ისტორია საკმაოდ საინტერესო და კომპლექსურია.

ამ დღესასწაულის ფესვები ჯერ კიდევ ძველ რომიდან იღებს სათავეს, სადაც თავდაპირველად ლუპერკალიის დღესასწაული იმართებოდა. ეს იყო ეროტიკული ხასიათის რიტუალი, რომლის დროსაც ხდებოდა ცხოველთა მსხვერპლშეწირვა, მათრახებით ცემა და ნაყოფიერებისთვის ლოცვა. საინტერესოა, რომ ამ რიტუალს დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ, რაც მიუთითებდა მის დიდ მნიშვნელობაზე იმდროინდელ საზოგადოებაში.

494 წელს რომის პაპმა გელასიუსმა ეს წარმართული დღესასწაული აკრძალა და მის ადგილზე წმინდა ვალენტინის დღე დააწესა. ამ გადაწყვეტილებამ სრულიად შეცვალა დღესასწაულის არსი და მისი აღქმა.

ვალენტინი იყო მღვდელი, რომელიც იმ დროის იმპერატორის – კლავდიუს II-ის აკრძალვის მიუხედავად, მაინც აგრძელებდა წყვილთა დაქორწინებას. იმპერატორი მიიჩნევდა, რომ დაუოჯახებელი მამაკაცები უკეთესი მებრძოლები არიან, მაგრამ ვალენტინი ამ აზრს არ ეთანხმებოდა და სიყვარულსა და ადამიანური ურთიერთობების წმინდა ღირებულებებზე მეტად ზრუნავდა.

269 წლის 14 თებერვალს ვალენტინი სიკვდილით დაისაჯა, მაგრამ მისი ისტორია უკვდავყოფილ იქნა. საინტერესოა, რომ მოახლოებული სიკვდილის წინ მან სიყვარულის ტკბილი წერილი დაწერა, რაც შემდგომში ვალენტინობის დღის სიმბოლოდ იქცა.

ამრიგად, წმინდა ვალენტინის დღე არის დღესასწაული, რომელიც სიყვარულის, ადამიანური ურთიერთობებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების სიმბოლოდ იქცა, გამოხატავს ადამიანთა სურვილს – შეიყვარონ და იყვნენ შეყვარებულნი.

Velvet გისურვებთ ბედნიერ ვალენტინობას! 🎆

კალათა