პროდუქტის შესახებ:
– 147 Barrier Cream შექმნილია კანის ბარიერის გასაძლიერებლად, ღრმა დატენიანებისთვის.
პროდუქტი აერთიანებს დაპატენტებულ ინგრედიენტებს, როგორიცაა Paeonia Albiflora – პიონების ყვავილის ექსტრაქტი(ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, დამატენიანებელი) , მკვებავ კომპონენტებთან ერთად, როგორიცაა ავოკადოს ხილის ექსტრაქტი(ამდიდრებს კანს ნუტრიენტებით), Argania spinosa ბირთვის ზეთი(კანს ამარაგებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით), Camellia sinensis თესლის ზეთი და ტოკოფეროლი(ვიტამინი ე-ს ფორმა, უნარჩუნებს კანს ტენიანობას და ჯანსაღ იერს).
– პროდუქტში გვხვდება 7 ტიპის, სხვადასხვა მოლეკულური ზომის ჰიალურონის მჟავა და კერამიდები, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ დატენიანებას, წყლის ბალანსის შენარჩუნებას და ხელს უწყობს ბარიერის გაძლიერებას.
– რეკომენდებულია განსაკუთრებით მგრძნობიარე, მშრალი ან კომბინირებული სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის ან ისეთ შემთხვევებში, როცა კანის ბარიერია დაზიანებული და საჭიროებს აღდგენას.
– არაკომედოგენურია, არ შეიცავს ხელოვნურ პარფიუმს,პარაბენებს და საღებავებს.
კრემის გამოყენების შემდეგ კანი ხავერდოვანია და ტოვებს გაგრილების შეგრძნებას, შეიწოვება მარტივად და არ აქვს წებოვნება.
მოცულობა 50მლ