საბავშვო წიგნი – „გააცოცხლე ცხოველები“-ის შესახებ
საბავშვო შემეცნებითი წიგნი „გააცოცხლე ცხოველები“ შექმნილია ინოვაციური, ე.წ. დამატებითი რეალობის (Augmented Reality – AR) ტექნოლოგიით. AR Animals Simulator მობილური აპლიკაცია ცხოველთა ილუსტრაციებს 3D ანიმაციად გარდაქმნის და გააჟღერებს ცხოველებისთვის დამახასიათებელ ხმებსაც, რაც ვირტუალურ სანახაობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ბავშვისთვის. აპლიკაციას ბონუსად აქვს დამატებით გვერდი სადაც თქვენთვის სასურველ ცხოველს ნებისმიერ სწორ ზედაპირზე გააცოცხლებთ. ამ თანამედროვე და სახალისო თამაშით ბავშვი სწავლობს ცხოველების ცნობას, მათ ხმებს, ბუნებრივ გარემოსა და ფერებს. მას უვითარდება სივრცის აღქმისა და კონცენტრაციის უნარები. წიგნში მოცემული ნახატების გაფერადება და ჩასაკრავი სტიკერები (მოყვება წიგნს) კი უვითარებს მეხსიერებასა და წარმოსახვას.