Numbuzin 9+ NAD+ Collagen Under Eye Patches არის ინოვაციური თვალის პაჩები, რომლებიც შექმნილია თვალის გარშემო ნაზი კანის ინტენსიური გამკვრივების, აღდგენისა და გაახალგაზრდავებისთვის. მისი მძლავრი ფორმულა სწრაფად ებრძვის დაღლილობის ნიშნებსა და წვრილ ნაოჭებს. სპეციალური დიზაინისა და ტექსტურის წყალობით, პაჩები იდეალურად ერგება კანს (“Selfie Friendly” – არ ცურავს) და უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების კანში ღრმად შეწოვას.
ძირითადი უპირატესობები
- NAD+ (ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი) – უჯრედულ დონეზე უზრუნველყოფს კანის ენერგიის აღდგენას და აქტიურად უშლის ხელს დაბერების პროცესებს.
- კოლაგენი – აღადგენს კანის სტრუქტურას, აუმჯობესებს ელასტიურობას და ანიჭებს თვალის გარშემო ზონას სიმკვრივეს.
- 50 სახეობის პეპტიდის კომპლექსი – გამოირჩევა ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებით, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას და ეფექტურად ებრძვის მიმიკურ ნაოჭებს.
ეფექტი
- თვალის გარშემო კანის ელასტიურობისა და სიმკვრივის შესამჩნევი გაუმჯობესება.
- წვრილი ნაოჭებისა და დაღლილობის ნიშნების შემცირება.
- ინტენსიური დატენიანება და გლუვი ტექსტურის შენარჩუნება.
- ჯანსაღი, დასვენებული და გაბრწყინებული იერი.
გამოყენების წესი
- მოირგეთ პაჩები წინასწარ გაწმენდილ და ტონერით მომზადებულ თვალის ქვედა ზონაზე.
- გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
- პაჩების მოხსნის შემდეგ, კანზე დარჩენილი ესენცია მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.
-
გამოიყენეთ რეგულარულად (დილით ან საღამოს), თქვენი კანის საჭიროებებიდან გამომდინარე.












მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.