The Ordinary Glycolic Acid 7% Exfoliating Toner გლიკოლის მჟავის ამქერცლავი-ტონერი არის ნაზი, მაგრამ ეფექტური ქიმიური ექსფოლიატორი, რომელიც აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ასუფთავებს ფორებს და ანიჭებს კანს უფრო გლუვსა და ნათელ იერს. რეგულარული გამოყენების შედეგად ამცირებს პიგმენტურ ლაქებსა და პოსტ-აკნეს კვალს, აღადგენს კანის ბალანსს და მატებს თანაბარ ტონალობას.
ძირითადი ინგრედიენტები და სარგებელი
- გლიკოლის მჟავა (7%) – AHA მჟავა, რომელიც აუმჯობესებს კანის რეგენერაციას, ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს და ამცირებს ფორების ხილვადობას.
- ტასმანური წიწაკის ექსტრაქტი – ამშვიდებს კანს და ამცირებს გაღიზიანების რისკს.
- ალოე ვერა და გლიცერინი – ატენიანებს და ინარჩუნებს კანის ტენიანობას.
- ამინო მჟავები – ხელს უწყობს კანის ბარიერის გაძლიერებას.
ეფექტი
- ასუფთავებს ფორებს და ამცირებს შავ წერტილებს.
- ხდის კანს გლუვსა და ერთგვაროვანს.
- ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას.
- ამცირებს პიგმენტაციას და პოსტ-აკნეს ლაქებს.
გამოყენების წესი
- გამოიყენეთ საღამოს, გაწმენდილ და მშრალ კანზე.
- ბამბის დისკის საშუალებით ნაზად გადაისვით სახესა და კისერზე, ან სხეულის სხვა ნაწილებზე თვალის ირგვლივ არ გამოიყენოთ.
- შემდეგ გადადით თქვენს შრატზე ან დამატენიანებელ კრემზე.
- გამოიყენეთ კვირაში 2–3-ჯერ, ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით.
- დღისით აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი.
⚠️ შენიშვნა: მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებულია Patch-Test გამოყენებამდე. ასევე, არ გამოიყენოთ რეტინოლის ან სხვა ძლიერი ექსფოლიანტების (AHA/BHA/PHA) პარალელურად
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.