,

თომას ჰობსი / ლევიათანი

65,00 

მიწოდება განახლდება 14 აპრილიდან
ავტორი: თომას ჰობსი
გამომცემლობა: აქტი
გამომცემელი: გიზო ცაცუა
მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი
რედაქტორი: გიორგი თავაძე
დიზაინერი: ნიკა ჯიბლაძე
კორექტორი: ნინო ჯავახიშვილი
ორიგინალი ენა: ინგლისური
ითარგმნა: ინგლისური ენიდან

Availability: მარაგში

კატეგორია: ,
Guaranteed Safe Checkout
კატეგორია: ფილოსოფია
ISBN: 9789941883132
ფორმატი: 17.0X24.0
ენა: ქართული
წელი: 2025
ყდა: რბილი
გვერდები: 601

წიგნის ანოტაცია

„ლევიათანი“ დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტია. იგი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია იმით, რომ მასში ჰობსი ავითარებს მოძღვრებას, რომელსაც მოგვიანებით „საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია“ (social contract theory) ეწოდა. ამ თეორიის თანახმად, პოლიტიკური ძალაუფლების ჩამოყალიბება ადამიანთა შორის დადებულ ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ საწყისი დებულებიდან ბუნებრივად დემოკრატიული პრინციპები გამომდინარეობს, თუმცა ჰობსის შემთხვევაში ეს ასე არ არის და „ლევიათანი“ პოლიტიკურ ფილოსოფიაში ცნობილია როგორც აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირის, – ანუ „სუვერენის“, როგორც მას ჰობსი უწოდებს, – მმართველობის უფლების დასაბუთებისა და გამართლების მცდელობა.

ჰობსის „ლევიათანი“ მრავალმხრივი ნაშრომია. მასში მკითხველი იხილავს საინტერესო მსჯელობებს და გამჭრიახ შენიშვნებს ადამიანის შეგრძნებების, ჩვენი ფსიქიკის, ადამიანური ვნებებისა და სიქველეების შესახებ. ის, ასევე, საკმაოდ პროვოკაციული ტექსტიცაა, რადგან მასში ჰობსი აყალიბებს თავის ერთობ განსხვავებულ პოზიციას საზოგადოებაში რელიგიის როლის შესახებ.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „თომას ჰობსი / ლევიათანი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

კალათა
თომას ჰობსი / ლევიათანითომას ჰობსი / ლევიათანი
65,00 

Availability: მარაგში