VT Cosmetics PDRN Reedle Shot Hair Ampoule 300 არის მაღალინტენსიური ამპულა, რომელიც შექმნილია თმის ზრდის მაქსიმალური სტიმულაციისთვის. სამჯერ გაზრდილი CICA Reedle™ მიკრო-ნემსების რაოდენობა ქმნის უფრო ეფექტურ არხებს სკალპზე, რათა ვეგანურმა PDRN-მა (აღმდგენი დნმ) მიაღწიოს თმის ფოლიკულების ყველაზე ღრმა წერტილამდე.
ძირითადი უპირატესობები
- გაძლიერებული CICA Reedle™ – უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების რეკორდულ შეღწევადობას.
- Vegan PDRN & პეპტიდების კომპლექსი – აჩქარებს უჯრედების განახლებას, რაც პირდაპირ აისახება თმის სიმკვრივესა და ხარისხზე.
- სკალპის დეტოქსი – სალიცილის მჟავა ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს, რაც აუმჯობესებს სკალპის სუნთქვას.
- ბიოტინი და ნიაცინამიდი – კვებავს თმას ძირებიდან, ანიჭებს მას ელასტიურობას და ბუნებრივ ბზინვარებას.
ეფექტი
- შესამჩნევი მოცულობა: ეხმარება “მიძინებული” ფოლიკულების გააქტიურებას.
- თმის სტრუქტურის აღდგენა: თმა ხდება უფრო გამძლე და ნაკლებად მტვრევადი.
- სწრაფი შედეგი: ინტენსიური ფორმულის წყალობით, თმის ცვენის შემცირება უფრო მოკლე დროში ხდება შესამჩნევი.
გამოყენების წესი
- დაიტანეთ გასუფთავებულ სკალპზე (სასურველია საღამოს).
- ნაზად დაიმასაჟეთ პრობლემური ზონები.
- ყურადღება: გამოიყენეთ 3 დღეში ერთხელ. არ გამოიყენოთ 100-იან ვერსიასთან ერთად ერთსა და იმავე დღეს.
- ნორმალურია უფრო ძლიერი ჩხვლეტის შეგრძნება, ვიდრე 100-იანი ვერსიის შემთხვევაში.
რჩევა: თუ სკალპი ძალიან მგრძნობიარეა, დაიწყე 100-იანი ვერსიით და კანი რომ შეეჩვევა, შემდეგ გადადი 300-იანზე.














მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.